Truth Hounds-ის ანგარიში “ადგილი მომავლის გარეშე” ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობას აღწერს.

  04-04-2019

გალი ოკუპირებული აფხაზეთსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არსებული სასაზღვრო ხაზიდან უახლოესი, უმეტესად ეთინუკურად ქართველი მოსახლეობით დასახლებული რაიონია. გამყოფ ხაზთან სიახლოვის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული ყოველი ახალი რეგულაცია, იქნება ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, თუ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვა, მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.
ჩვენ მიერ მომზადებულ ანგარიშში ყურადღება სამედიცინო სერვისების მიწოდების პრობლემურობაზე, მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვასა და უკანონო დაკავებებზეა გამახვილებული, რაც გალში მცხოვრები ბავშვების ყოველლდღიური ცხოვრების ნაწილადაა ქცეული.